რუკასთან მდგარნი დასვენებაზე,
ფიქრით აზიის ვრცელ ტრამალებზე,
ჰიმალაის და ანდების მთებზე,
ვეძებდით ჩვენთვის საინტერესოს...
გადავიარეთ აპალაჩები,
ატლასისა და დრაკონის მთები,
მთელი მსოფლიო გავზომეთ თვალით
დედამიწაა ერთი მთლიანი.
კონტინენტები ხმელეთიანი
ნაწილებია დედამიწისა,
წყლით გამოყოფილ ოკეანისა...
დაპატარავდა ჩვენი პლანეტა
დროის და სივრცის სიფართოვეში
და ჩვენ შევძელით,რომ ჩაგვეტია
ვრცელი პლანეტა მცირე რუკაში.
და თუ მცირეა ჩვენი პლანეტა,
ასე ახლოა კონტინენტები.
დე,მივაწვდინოთ ერთმანეთს ხმები,
ხმები მშვიდობის და მეგობრობის.
1985 წლის 13 ნოემბერი.
თამარ ენუქიშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий