ჩვენი ბავშვობა აწ წარსულია,
გასახსენებლად სიხარულია,
მოვიგონებთ და იმ წლებს მივნატრით,
წლები,რომლებიც გაფრენილია...
სად არ ვიყავით,ვინ არ ვიყავით,
ზეცასაც მივწვდით ჩვენი ფიქრებით,
და ჩვენ გვჯეროდა,და ჩვენ გვჯეროდა,
გავიმარჯვებდით ჩვენი ოცნებით...
ხან ჩვენ ვიყავით კოსმონავტები
სხვა პლანეტიდან მოვლინებულნი,
ხან ოკეანის მღვრიე ტალღებთან
შეჭიდებული მეზღვაურები...
შეჭიდებული მეზღვაურები...
ზოგჯერ ვიყავით ვრცელ ტრამალებზე
მოხეტიალე ინდიელები,
მოხეტიალე ინდიელები,
ქამანდებით და ბუმბულით თავზე,
შმაგ ბიზონებზე მონადირენი...
ჩვენ გვყავდა ჩვენი მეფე თამარი,
ცოტნე ჭირშიაც მუდამ მღიმარი,
სააკაძე და მეფე ერეკლე
ბრძოლებში მუდამ მხნე მეომარნი...
და ჩვენ გვჯეროდა,და ჩვენ გვჯეროდა,
სიმართლე მუდამ გაიმარჯვებდა,
ბოროტება და მტრობა ყოველთვის დამარცხდებოდა,დამარცხდებოდა.
1985 წ. 13 დეკემბერი.
Комментариев нет:
Отправить комментарий