შენ თუ სულის მოძღვარი ხარ:
ეძებ სიმართლეს,სიკეთეს,
ჭეშმარიტ სახეს,მაშინ
არ შედრკე ვიდრე ცოცხალ ხარ.
ნიღაბი აჰხადე ცრუსა და
ბოროტს,ორპირს და მლიქვნელს.
რათა მის შემყურეს,მსმენელს
ასცდეს იქნება სიბნელე სულის.
ეს სიბნელე,სულის ბინდი
თავგზას ურევს,გზას უმრუდებს,
აზრს უკარგავს სიკეთეს და
ბოროტს ადგამს თავზე გვირგვინს.
შენ მაშინ გმართებს ბრძოლისა და
ომის დაწყება ნიღბოსანებთან,
განშორება უსიტყვო და
ზრდილობიან მოთმინებასთან.
დე,თუნდაც დამარცხდე,ნუღარ
იდარდებ,შენგან ანთებულ
კაშკაშა სანთლებს სამარადისოდ
ვეღარავინ ვეღარ ჩააქრობს.
ბინდში უფრო კაშკაშით და
ბრწყინვალებით გამოჩნდება,
თავდადებულ ბრძოლის შემდეგ
ანთებული კელაპტრები.
1987 წლის 24 თებერვალი.
თამარ ენუქიშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий