ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა, ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა; ერთფერად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა; საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა...ვაჟა ფშაველა

воскресенье, 23 июня 2013 г.

რა გჭირთ ქართველებო?!


რა გჭირთ ქართველებო?
ხარხარებს სატანა!
ისწავლეთ ლამაზად
სიცოცხლის გატანა.
ისწავლეთ მეგობრობა,
ერთურთის ატანა,
ლამაზი ოცნების 
სულებთან მიტანა.
ისწავლეთ სიყვარული
და ტანჯვის ატანა,
მსხვერპლად შეწირვა
და სიკეთის მოტანა.
ისწავლეთ ერთგულება
და სიტყვის გატანა,
ცრუსა და  ორპირს 
პატრონობს სატანა.
ისწავლეთ სულების
ზეცაში ატანა
და არა ქვესკნელში
ეშმაკთან ჩატანა.

2011 წლის 18 ივლისი.
თამარ ენუქიშვილი.





Комментариев нет:

Отправить комментарий