რა დაგვავიწყებს
ჩვენ იმ ზაფხულს და
ლიკანის ფიჭვებს
ცამდე აზიდულს.
ლიკანის ტყეში
წყაროს ჩურჩულს და
პეტრეს ციხეში
ბილიკით ასვლას.
კლდის ქონგურიდან
გადმოხედვას და
ცისფერ სივრციდან
ზევით აფრენას.
მტკვრის დაკლაკნილი
ხედის ხილვას და
ცას მიბჯენილი
ციხის კონტურებს.
ბუნების მწვანე
ფერის გადასვლას
უსასრულობის ოკეანეში.
1986 წლის 9 აპრილი.
თამარ ენუქიშვილი.
თამარ ენუქიშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий