ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა, ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა; ერთფერად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა; საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა...ვაჟა ფშაველა

вторник, 14 мая 2013 г.

დედამიწის საუკუნო სევდა.


მიწის სული ნისლისფერი გახდა,
გადალახა ოზონის შრის
ფარდა.
მიწის გული ცეცხლის ურჩხულს 
გავდა,
მიწის ქერქი გაბზარული
ჩანდა...
***
დიდ ქალაქებს სმოგი კვამლში
ხვევდა.
მიწისძვრების ტალღა მიწას
ხევდა,
აზიდული მთები ღრუბლებს ასცდა.
ღრუბლებიდან მჟავე წვიმა
სცრიდა.
მყინვარები თოვლის საზღვრებს
 ჩასცდა.
მწვანე ტყეთა განსაცდელი
ჩანდა.
ტორნადო და ტაიფუნი
ჰქროდა.
უდაბნოებს ცხელი სუნთქვა 
ჰქონდა.
ოკეანის დონე საზღვრებს
ასცდა...
და ღრუბლები,მოღუშული
სადა,
წყალდიდობად,ნიაღვრებად 
მოსკდა.  
*** 
დედამიწა მოწყენილი
ჩანდა,      
მის თვალებში გამოკრთოდა
 სევდა...
დედამიწას ბნელ ღრუბლებში
ხვევდა,
მისი სევდა,საუკუნო
სევდა.

      2012 წლის 9 იანვარი.

თამარ ენუქიშვილი.





Комментариев нет:

Отправить комментарий