სიზმარში ხშირად მქონია ფრთები,
ცაში ფარფატა ჩემი სხეული.
მე მაგონდება გავლილი გზები
და ჩემი სული ზეცად ასული.
გადავუფრინე სამოთხის მხარეს...
ადამ და ევა ეშმაკთან ბჭობენ,
აყვავებული ვაშლის ხეები
ცოდვის ნაყოფებს მე მთავაზობენ.
კაენი აბელს სიკვდილს უმზადებს
და კაცთა მოდგმას ბოროტების გენს
დასაბამიდან დღემდე გადასცემს...
რაც მე მაკვირვებს და გამაოცებს.
შემოვუფრინე მე დედამიწას...
გავცდი ორბიტას მზის სისტემისას.
აგერ,გამოჩნდა კუდი კომეტის
და დიდი სივრცე გალაქტიკისა.
მივფრინავ მაღლა,ჩემი სხეული
დროის და სივრცის კანონს აღარ ცნობს
უწონადობას სწრაფად ჩვეული...
ვნახე სინათლე მარადიული.
ფრთებადქცეული ვდგევარ მის ზღურბლზე
და საოცარი სხივი მანათებს,
ხმა ცისიერი მოსაუბრისა
ჩემს გონებაში გაიხმოვანებს.
დასაბამიდან მოაქჟამამდე
მდევს მოგონება იმდროინდელი.
ფერწასული და ღონემიხდილი
ჩანს ჰორიზონტზე დღე ხვალინდელი.
სინათლის დაბლა ისევ ბურანი,
კვლავ შეუცნობი შეცოდებანი,
მე ამ სამყაროს არამყარობას
თვალზე ცრემლებით ვესამძიმრები.
2011 წლის 14 ივნისი.
თამარ ენუქიშვილი.
2011 წლის 14 ივნისი.
თამარ ენუქიშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий