გაზაფხულს ჩიტები
ჭიკჭიკით ხვდებიან,
რაღაცას მღერიან
ჩურჩულით იები.
სიცოცხლე იღვიძებს,
ზეიმობს ყოველი.
მზის სხივებს შეჰყურებს
მღვიძარი ცხოველი.
სხივები ჩააღწევს
მიწისქვეშ,ქვესკნელში,
პატარა ქალაქში
ფუსფუსი იწყება.
ლაგდება ლაშქარი,
იწყება მზადება,
მიწისქვეშ ატყდება
ქაოსი და ქარი.
დგებიან მწყობრში და
მაღლა ამოდიან,
გაზაფხულს ხვდებიან
პატარა მწერები.
1986 წლის 10 აპრილი.
თამარ ენუქიშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий