ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა, ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა; ერთფერად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა; საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა...ვაჟა ფშაველა

воскресенье, 23 июня 2013 г.

პლანეტა დედამიწა.


Tamar's Slidely by Slidely - Slideshow videos

ყვავილები.


Tamar's Slidely by Slidely - Slideshow videos

ფერთა კალეიდოსკოპი.

სამყაროს ფერები ჩემს ნახატებში.

ასე მცირეა ჩვენი პლანეტა.


რუკასთან მდგარნი დასვენებაზე,
ფიქრით აზიის ვრცელ ტრამალებზე,
ჰიმალაის და ანდების მთებზე,
ვეძებდით ჩვენთვის საინტერესოს...
გადავიარეთ აპალაჩები,
ატლასისა და დრაკონის მთები,


დედამიწაა ერთი მთლიანი.
კონტინენტები ხმელეთიანი
ნაწილებია დედამიწისა,
წყლით გამოყოფილ ოკეანისა... 
დაპატარავდა ჩვენი პლანეტა
დროის და სივრცის სიფართოვეში
და ჩვენ შევძელით,რომ ჩაგვეტია
ვრცელი პლანეტა მცირე რუკაში.
და თუ მცირეა ჩვენი პლანეტა,
ასე ახლოა კონტინენტები.
დე,მივაწვდინოთ ერთმანეთს ხმები,
ხმები მშვიდობის და მეგობრობის.

1985 წლის 13 ნოემბერი.
თამარ ენუქიშვილი.





ბავშვობა.

ჩვენი ბავშვობა აწ წარსულია,
გასახსენებლად სიხარულია,
მოვიგონებთ და იმ წლებს მივნატრით,
წლები,რომლებიც გაფრენილია...
სად არ ვიყავით,ვინ არ ვიყავით,
ზეცასაც მივწვდით ჩვენი ფიქრებით,

და ჩვენ გვჯეროდა,და ჩვენ გვჯეროდა,
გავიმარჯვებდით ჩვენი ოცნებით...
ხან ჩვენ ვიყავით კოსმონავტები
სხვა პლანეტიდან მოვლინებულნი,

ხან ოკეანის მღვრიე ტალღებთან
შეჭიდებული მეზღვაურები...

ზოგჯერ ვიყავით ვრცელ ტრამალებზე
მოხეტიალე ინდიელები,
ქამანდებით და ბუმბულით თავზე,
შმაგ ბიზონებზე მონადირენი...

ჩვენ გვყავდა ჩვენი მეფე თამარი,
ცოტნე ჭირშიაც მუდამ მღიმარი,

სააკაძე და მეფე ერეკლე
ბრძოლებში მუდამ მხნე მეომარნი...
და ჩვენ გვჯეროდა,და ჩვენ გვჯეროდა,
სიმართლე მუდამ გაიმარჯვებდა,
ბოროტება და მტრობა ყოველთვის დამარცხდებოდა,დამარცხდებოდა.


1985 წ. 13 დეკემბერი. 
თამარ ენუქიშვილი.