ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა, ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა; ერთფერად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა; საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა...ვაჟა ფშაველა

пятница, 14 марта 2014 г.

ლურჯი და მწვანე

 

მწვანე

შუშის თითები. ასხლეტილი სხივები და მწვანე. დღის მანძილზე ჭაღის თითებიდან ქანდაკებაზე დაღვრილი მწვანე. მწვანე ფრთები. პალმების მკვეთრი კონტურები - ისინიც მწვანე. მზეში მოელვარე მწვანე სხივები. უდაბნოს ქვიშაზე მოტივტივე მწვანე გუბურები. მათში მოტორტმანე აქლემები. გუბურები გადმოღვრილი ქანდაკებაზე. მოსაზღვრე ლერწამი. უსარგებლო სარეველები . აქ-იქ თეთრი ყვავილი. გადამხტარი ბაყაყი. ღამით მოციმციმე ვარსკვლავები. საღამო. ბუხართან ჩრდილი ხტის მწვანეზე. ამღვრეული ოკეანე. გემები არ ბრუნდებიან. უმიზნო ტალღები ცარიელ ცაზე. ღამე. ლურჯ ლაქებად დაღვრილი სხივები. სრულდება მწვანე. 

ლურჯი

ზედაპირზე ამოსული მხეცი აწეული ცხვირით. ნესტოებიდან გადმონთხეული წყლის ორი ნაკადი. ლურჯი შტრიხებით გადაკვეთილი მეზღვაურის შავი ქუდი. სიმღერით დაღვრილი წყალი ლურჯ მძივზე. ბროლის თვალთან შეწყვეტილი ლურჯი. ნაპირზე წამოწოლილი ბლანტი, ყეყეჩი, ასხივებს მშრალ სილურჯეს. მეტალური ლურჯით დალაქავებული ნაპირი. ლურჯი მოტივტივე ნავის კიდეები. ლურჯ ზარებში დარწეული ტალღები.
მაგრამ ტაძარი სხვაა, ცივი, საკმევლით დამძიმებული, მისუსტებულა ლურჯი ღვთისმშობლის შარავანდედით.


ვირჯინია ვულფი .

თარგმანი ინგლისურიდან - თამარ სუბელიანის.


გაზაფხული



суббота, 1 марта 2014 г.

გაზაფხულო,ლამაზო


მარტი მოდის.

Montage создан Bloggif
Montage создан Bloggif


გაზაფხულდა.....ჩიტუნებმა

გააცოცხლეს მთა და ბარი,

საქართველოს დასადარი

სხვა ქვეყანა კიდევ არი?


მარტი მოდის ჭრელი კაბით

მორთული და მოკაზმული,

იებით და ენძელებით

გადაჭრელდა ტყე და ველი.


გამოცოცხლდა არემარე

ზამთრის სუსხით მინაბული

ამობრწყინდა მარტის მთვარე

და ამღერდა კვლავ ბულბული.


გაიღვიძა ისევ სულმა,

გახალისდა და გამხნევდა.

მარტის მოსვლა იგრძნო გულმა,

პულსი ისევ ამიჩქარდა.


ვუმზერ ლამაზ ყვავილებით

აჭრელებულ მინდორ–ველებს

და მინდა ამ სილამაზით

სული მუდამ ხალისობდეს.


1982 წლის 5 მარტი.