ჭიანჭველების ზეიმი!
გაზაფხულს ჩიტები
ჭიკჭიკით ხვდებიან,
რაღაცას მღერიან
ჩურჩულით იები.
სიცოცხლე იღვიძებს,
ზეიმობს ყოველი,
მზის სხივებს შეჰყურებს
მღვიძარი ცხოველი.
მზის სხივი ჩააღწევს
მიწისქვეშ ქვესკნელში,
პატარა ქალაქში
სიცოცხლე იღვიძებს.
ლაგდება ლაშქარი,
იწყება მზადება,
მიწისქვეშ ატყდება
ქაოსი და ქარი.
დგებიან მწყობრში და
მაღლა ამოდიან,
გაზაფხულს ხვდებიან
პატარა მწერები.
1986.10. IV